რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში ყოველწიურად ტარდება ღია სტუდენტური ოლიმპიადა, რომელსაც ნოვოსიბირსკის ინსტიტუტი უწევს ორგანიზებას. შეჯიბრის მხარდამჭერებს შორის არიან Microsoft, HP და Samsung კომპანიები.
ქართველი მონაწილეებისგან შემდგარი გუნდები ყოველ წელს მნიშვნელოვან შედეგს აღწევენ და სტაბილურად გადიან ამ შეჯიბრების ფინალში. წელს, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო ციმბირის XII ღია ოლიმპიადა. მისი პირველი ტური შესარჩევი რაუნდი იყო და ინტერნეტით ჩატარდა. გუნდები, რომელთაც 8 ამოცანაზე მეტი ამოხსნეს, ფინალში მონაწილეობისთვის მიიწვიეს. ინტერნეტ რაუნდის შედეგები ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.
შეჯიბრში ასპარეზობდნენ ქართული გუნდებიც და მათგან ერთ ერთმა 9 ამოხსნილი ამოცანით ფინალის საგზური მოიპოვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი Brontozavri, რომლის შემადგენლობაშიც ელდარ ბოგდანოვი, ლევან ვარამაშვილი და ირაკლი მერაბიშვილი არიან, დასწრებულ ფინალურ რაუნდზეა მიწვეული.